კახა კალაძე - დღემდე მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა საბუთი უნდა წარადგინოს დამადასტურებელი ცნობის სახით მაგალითად, ძიძამ რომ დახმარება გაეწიოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თვითდასაქმებულების იდენტიფიცირების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომელსაც შესაბამისი ბაზა აქვს.

როგორც კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა, დღესაც მიმდინარეობს მუშაობა იმის თაობაზე, თუ რა საბუთი უნდა წარადგინოს ასეთ შემთხვევაში ცნობის სახით, მაგალითად ძიძამ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლების ბაზა ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა და A და B კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები დახმარებით ისარგებლებენ.

„თვითდასაქმებულების იდენტიფიცირების პროცესში მუნიციპალიტეტი ვერ ჩაერთვება. აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომელსაც ყველა ბაზა აქვს, რათა თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება მოახდინოს. თუმცა, აქაც არის გარკვეული პრობლემები. მაგალითად, ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ძიძა, დღემდე ვერ ხერხდება იმის მოფიქრება, თუ რა უნდა წარადგინოს ასეთმა ადამიანმა დამადასტურებელი ცნობის სახით, რომ მას დახმარება გაეწიოს. ამ მიმართულებით დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს ის პირები, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია, მაგალითად ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები, ასეთი დაახლოებით 23 ათასამდე ადამიანი გვყავს ბაზაში. ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ და ეს სიები ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა. A და B კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ასევე დახმარებით ისარგებლებენ“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე