თამარ ბარკალაია - თვითდასაქმებულების რეგისტრაციისთვის სპეციალური პორტალი 15 მაისს ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაის განცხადებით, 15 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი თვითდასაქმებულებისთვის. მისივე თქმით, უკვე იდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულებს დახმარების მისაღებად მარტივი პროცედურის გავლა მოუწევთ.

„პირველი კატეგორია ანუ უკვე იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში, ძალიან მარტივი პროცედურა იქნება. 15 მაისის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი, რომელიც იმუშავებს და ქმედითი იქნება პირველ ივნისამდე და აღნიშნული ადამიანები მხოლოდ ბანკის ანგარიშს ატვირთავენ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობია ამ ადამიანების ბანკის ანგარიში. მხოლოდ ბანკის ანგარიშის ნომრის ატვირთვის შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით,“- განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

ამასთანავე, მისი განმარტებით, იმ თვითდასაქმებულებს, რომელთა იდენტიფიცირებაც ჯერ არ მომხდარა, რეგისტრაციის პორტალზე, პირადი მონაცემების პარალელურად ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვაც მოუწევთ.

„რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები, ამ ადამიანებს ასევე ჩვენი სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ პორტალზე მოუწევთ პერსონალური ინფორმაციის განთავსება -პირადი ნომერი, საკუთარი სახელი და გვარი და ასევე, რაიმე ტიპის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვა, რომელიც მათ ეკონომიკურ საქმიანობას ან შემოსავალს პირველი კვარტლის განმავლობაში დაადასტურებს. ამ განცხადებების განხილვა მოხდება კომისიური წესით, სადაც ჩართული იქნებიან როგორც ფინანსთა ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიური წესით განხილვის შემდეგ მოხდება დახმარებების გადარიცხვა თითოეულ მოქალაქეზე უმოკლეს ვადაში,“- განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია