დონალდ ტრამპი - ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნოემბრის არჩევნები წავაგო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის მოქმედება კორონავირუსთან დაკავშირებით ამტკიცებს, რომ პეკინი მის არჩევნებში დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ჩინეთი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია იმისთვის, რომ არჩევნები წავაგო“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა „როიტერსთან“ ინტერვიუში.

პრეზიდენტ ტრამპის მტკიცებით, ჩინეთს მისი „დემოკრატი“ ოპონენტის ჯო ბაიდენის გამარჯვება სურს იმის გამო, რომ შეამსუბუქოს ის ზეწოლა, რასაც პეკინი სავაჭრო თუ სხვა საკითხებში აშშ-ისგან განიცდის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, თუ როგორ შეიძლება პეკინმა ამის გამო პასუხი აგოს.

„ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. დაველოდოთ, რა მოხდება,“ - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 60 000-ს გადააჭარბა. კორონავირუსის გამო ქვეყნის ეკონომიკა რეცესიას განიცდის. ბოლო კვირის განმავლობაში უმუშევრობის სოციალური დახმარების სამსახურებს 26 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიმართა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნოემბრის არჩევნები წავაგო

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია