ჩინეთის ელჩი - საქართველოს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში, რაც ნამდვილად სამაგალითოა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ლი იანთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ, სადაც ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა ინახება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 50 ტონაზე მეტი სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა თბილისში 28 აპრილს ჩამოვიდა და მას აეროპორტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დახვდა. ტვირთი სამინისტროს მიერ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩსა და მთავრობას COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პერიოდში საქართველოსა და ჩინეთის წარმატებულ თანამშრომლობას.

თავის მხრივ, ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ეფექტიანი ქმედებები დაავადების გავრცელების პრევენციის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ ამ ნაბიჯებით საქართველო დაავადების დამარცხებას ახლო მომავალში შეძლებს.

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები საქართველოსთვის ამ დახმარების გადაცემის ღონისძიებას, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. მხოლოდ ერთობლივი ძალებითა და ბრძოლით შეუძლიათ ქვეყნებს ამ ეპიდემიის დამარცხება. პირველი დღეებიდანვე, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვირუსის გავრცელების პრევენციას და იღებს მტკიცე გადაწყვეტილებებს, მისი კონტროლის მიზნით. ამ ეტაპზე, საქართველოს ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში, ასევე, გამოჯანმრთელებულთა მაღალი რაოდენობა და სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, რაც ნამდვილად სამაგალითოა. ეს ყველაფერი კი, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული მკაცრი ზომებისა და ქართველი ხალხის მხრიდან სიტუაციის სერიოზულობის კარგად გააზრების შედეგია. მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ახლო მომავალში დაამარცხებს ამ ეპიდემიას," - განაცხადა ლი იანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა