ლევან რატიანი - როგორც კი სამყაროში ეს ვირუსი გაჩნდა, რადგან მაღალი ლეტალობის ინდექსი იყო, დავარქვით მკვლელი, მაგრამ ვირუსის ამ ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც თუ პაციენტს გარკეული გართულებები აღენიშნება, კორონავირუსის ლეტალობის ინდექსი მაღალი არ არის. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის ლეტალურმა ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა.

„როგორც კი გაჩნდა სამყაროში ეს ვირუსი ყველამ ერთად, რადგან ახალი იყო და მაღალი ლეტალობის ინდექსი იყო, დავარქვით მკვლელი, მაგრამ ამ ვირუსის ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. გართულებულ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, არ წარმოადგენს მაღალი ლეტარობის ინდექსის მაჩვენებელს“,- განაცხადა რატიანმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, კლინიკას ორი ახალი პაციენტი დაემატა.

„ჩატარებული კვლევების შედეგად არც ერთთან პათოლოგიური დაზიანების კერა არ გამოვლინდა“,- განაცხადა რატიანმა.

იხილეთ ვიდეო: ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსის მკვლელმა ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა