„ჯივიპი“ 4 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაობს ჩაატარებს

„ჯივიპი“ 4 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება და 5 მაისს 15:00 სთზე დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის სატუმბო სადგური დედაქალაქის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ობიექტია. სწორედ ამ სადგურის საშუალებით ხდება ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში სასმელი წყლის ნაკადების მართვა და მოსახლეობისთვის ქსელში განაწილება.

"ჯივიპი" 4 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების დროულად ჩატარება, სამომავლოდ, თავიდან აგვაცილებს სატუმბო სადგურის ავარიულად დაზიანების რისკებს.

ბახტრიონის სატუმბო სადგურზე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამუშაოებს დაიწყებს 4 მაისის 15:00 სთ-ზე და დაასრულებს 5 მაისის 15:00 სთ-ზე. აღნიშნულ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე - საბურთალოს რაიონში: დოლიძის, ბახტრიონის ქუჩებს, კოსტავას, ვაჟა-ფშაველას, პეკინის, ყაზბეგის გამზირებს. ზემო ვეძისს, გაგარინის, მგალობლიშვილის, კანდელაკის, იოსებიძის, შარტავას, ცინცაძის, მიცკევიჩის ქუჩებს, საირმის გორას, თამარაშვილის გამზირს და მიმდებარე ქუჩებს. ჭავჭავაძის გამზირს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, კავსაძის, კეკელიძის, მცხეთის, ატენისა და მიმდებარე ქუჩებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: მელიქიშვილის, ზანდუკელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, გრიბოედოვის, ალ. ჭავჭავაძის, ლერმონტოვის, ლეონიძის, ლადო ასათიანის, პუშკინის, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, სამუშაობის მიმდინარეობის შესახებ "ჯივიპი" მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში მიაწვდის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა