თამარ გაბუნია - ვგეგმავთ დამატებითი კონსულტაცია გავიაროთ ეთიკურ საბჭოსთან, რომ კითხვის ნიშნები, რაც პლაქვენილთან დაკავშირებით ჩნდება, სრულად ამოიწუროს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „სოლიდარობის კვლევაში“ ჩასართავად ემზადება.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე გაიდლაინის გადახედვა არ იგეგმება.

„დღეს ძალიან სწრაფად იცვლება მტკიცებულებები და რეკომენდაციები მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელსაც ვიყენებთ კოვიდის სამკურნალოდ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არცერთი მედიკამენტი არ არის შეფასებული მიზნობრივად COVID-19-ის მკურნალობისთვის. ჩვენს შემთხვევაში პლაქვენილის გამოყენება უფრო ადრე დაიწყო, დღეს უკვე ვსაუბრობთ რემდესივირის გამოყენებაზე კვლევის პირობებში. არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „სოლიდარობის კვლევა“, ერთი მიმართულებაა პლაქვენილი, მეორე - რემდესივირი და კიდევ 2 ჯგუფი იქნება გამოყოფილი ამ კვლევაში. საქართველო ემზადება იმისთვის, რომ შეუერთდეს ამ კვლევას. ამდენად, ამ შემთხვევაში, მედიკამენტები, რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ გარკვეულწილად ექსპერიმენტულ პირობებში გადავა კვლევის ფარგლებში გამოყენების რეჟიმში და მოხდება მათი შესაფერისი გამოყენება იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც კრიტერიუმების შესაბამისად არის ნაჩვენები. ამ ეტაპზე გაიდლაინის გადახედვა არ იგეგმება. გაიდლაინი გადაიხედება მაშინვე, როგორც კი გაჩნდება გარკვეული მითითება ამასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ან სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, ვინც კონკრეტულ რეკომენდაციებს გვაწვდის მკურნალობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის უწყება გეგმავს უახლოეს პერიოდში დამატებითი კონსულტაცია ეთიკურ საბჭოსთან გაიაროს, რათა პლაქვილინთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები ამოიწუროს.

„რაც შეეხება პლაქველინთან დაკავშირებით გამოთქმულ წუხილს, აქ მნიშვნელვანია, რომ თავიდან ავიცილოთ პლაქველინთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, თუკი ასეთი აღმოცენდა, რისი მექანიზმიც პროგრამის ფარგლებში ნამდვილად არსებობს და გამართულად მუშაობს. ასევე ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს პერიოდში გავიაროთ დამატებითი კონსულტაცია ეთიკურ საბჭოსთან იმისთვის, რომ ეს კითხვის ნიშნები, რაც პლაქველინთან დაკავშირებით ჩნდება სრულად ამოიწუროს და გვქონდეს იმ მედიკამენტების გამოყენების საშუალება, რაც მეტნაკლები სიმყარით არის რეკომენდებული ექსპერტების მიერ“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა