ამირან გამყრელიძე - წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, მაგრამ თამამად ვამბობ, ამ ეტაპისთვის ეპიდემია შევაკავეთ

ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, დაველოდოთ, მაგრამ თამამად ვამბობ, ამ ეტაპისთვის გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია , - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემია ქვეყანაში არის, „მაგრამ შეკავების ფაზა დიდხანს გახანგრძლივდა“.

გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაბამისი ღონისძიებები კომპლექსურად და დროულად ამუშავდა, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში და უკვე იანვრიდან მიმდინარეობდა მზადება.

„ჩვენ ამოვიღთ 2009-2010 წლის გეგმა, რომელიც პანდემიური გრიპი დროს იყო შემუშავებული, რასაც ღორის გრიპს ვეძახით. ამოვიღეთ ასევე გეგმა, რომელიც შემუშავებული გვქონდა ებოლას ეპიდემიის დაწყების დროს, 2014 წელს. კიდევ რამდენიმე ასეთი დოკუმენტი ამოვიღეთ და უკვე იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება, თუ რა ღონისძიებები უნდა მომზადებულიყო ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ „ფორმულასთან“.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი