ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი რვა პაციენტიდან სამის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხუთის კვლავ მძიმე რჩება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი 8 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 5-ის კი კვლავ მძიმე რჩება. რაც შეეხება სხვა განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

„რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი, აქედან 3 არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში. 5-ის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ერთი დადებითი კლინიკა ვლინდება, რომ ჰემოდინამიკის სტაბილიზაციისთვის არც ერთ მათგანს დამატებითი ჩარევა არ სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შოკის კლინიკა ამ პაციენტებთან მოხსნილია. სხვა განყოფილებებში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. უარყოფითი დინამიკის გარეშე“,- განაცხადა რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა