იტალიის პრემიერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის - ბევრი თქვენგანის წერილი წავიკითხე და ვიგრძენი ის ტვირთი, რასაც თქვენ განიცდით

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა იმ ეკონომიკური სირთულეების გამო, რომელიც წინაშეც ისინი აღმოჩნდნენ.

„მინდა მთავრობის სახელით ბოდიში მოგიხადოთ და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ შევეცდებით დაფინანსების საკითხები რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ. ბევრმა გამოხატა წუხილი და ღელვა სამსახურებთან დაკავშირებით. ბევრი თქვენგანის წერილიც წავიკითხე და თქვენს ადგილას ვიგრძენი თავი, ვიგრძენი ის სრული ტვირთი, რასაც განიცდით“,-აღნიშნა კონტემ.

მისივე თქმით, მილიონობით იტალიელი სამუშაო ადგილებს ორშაბათიდან დაუბრუნდება.

ცნობისთვის, იტალია მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სახელმწიფოა. ქვეყანაში ვირუსი 205 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, ხოლო 27 967 ადამიანი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა