თამარ ბარკალაია - ბიზნესსექტორი აუცილებელია, გაეცნოს სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიაროს რეგისტრაცია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, 29 აპრილიდან უწყების ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა და კომპანიების რეგისტრაცია.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, აუცილებელია, ბიზნეს სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს გაეცნოს და ამის შემდეგ გაიაროს რეგისტრაცია.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო. 29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა და კომპანიების რეგისტრაცია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნეს სექტორი პირველ რიგში აუცილებელია, გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს. დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიაროს რეგისტრაცია ვებ პორტალზე. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი მდგრადი იყოს, ამ ეტაპის გავლა აუცილებელია. ჯანდაცვის სამინტროს აღნიშნული რეკომენდაციები განთავსებულია საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე ხელმისაწვდომია ჯანდაცვის ვებ-გვერდზე, ისევე როგორც ვებ-გვერდზე Stopcov.ge. მოვუწოდებ ბიზენსს სექტორს, რომ დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და დროულად გააკეთონ განაცხადი შემომებაზე. მთავრობის დადგენილებით, შემოწმების პროცესის ორგანიზებას და კოორდინაციას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი განახორციელებს“,-განაცხადა ბარკალაიამ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა