ზურაბ ჭიაბერაშვილი - როცა ჩვენ ეკონომიკის გახსნაზე ვლაპარაკობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი კლავს, მაგრამ კლავს სიღარიბეც

როდესაც ჩვენ ეკონომიკის გახსნაზე ვლაპარაკობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი კლავს, მაგრამ კლავს სიღარიბეც, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის გახსნა გააზრებულად უნდა მოხდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა ტესტებით უნდა იყოს აღჭურვილი, ტესტები უნდა უტარდებოდეს ყველა რისკჯგუფს რეგულარულად და მედპერსონალის დატრენინგება უნდა მოხდეს იმაზე, თუ როგორ უნდა მართონ პაციენტების ნაკადი ისე, რომ ინფექცია საავადმყოფოებში არ გავრცელდეს.

“როდესაც ჩვენ ეკონომიკის გახსნაზე ვლაპარაკობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი კლავს, მაგრამ კლავს სიღარიბეც, ამიტომ სასწორის ორივე მხარეს დევს სიცოცხლე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის მიმართულებით. პიკის დადაბლება კარგია, ეს კარგია მოკლევადიანად ჯანდაცვის სისტემის უკეთესად მოსამზადებლად, მაგრამ ეს იმავდროულად ნიშნავს ამ კრიზისის დროში კიდევ უფრო გაწელვას, რაც გვიგროვებს ძალიან ბევრ პრობლემას გრძელვადიანად. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გახსნაზე, ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული გახსნა, რაც პირველ რიგში ნიშნავს, რომ მთელი ჯანდაცვის სისტემა არის კარგად აღჭურვილი ტესტებით და ტესტები რეგულარულად უტარდება უკლებრივ ყველა რისკჯგუფს, პირველ რიგში მედპერსონალს, რომ ყველა მედპერსონალი არის სათანად ეკიპირებული. ჩვენთან ძალიან მაღალია მედპერსონალის ინფიცირება ამ საერთო რაოდენობაში, 72 ექიმი და ექთანი ეს ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია და რაც ყველაზე მთავარია, უნდა მიდიოდეს რეგულარული ტრენინგი მედპერსონალის, რომ პაციენტთა ნაკადები იმართოს ისე, რომ ინფექცია არ გავრცელდეს საავადმყოფოებში და ინფექციის შიდა გავრცელების მექანიზმები იყოს სრულყოფილი და ამაში მედპერსონალი რეგულარულად უნდა იწვრთნებოდეს”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი