პრემიერის მრჩეველი - სავალუტო ფონდის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მაღალი დონის მაკროეკონომიკური მენეჯმენტია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მე-6 მიმოხილვა და დაამტკიცა ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღებს, ამ დახმარების პირველი ტრანში არის 200 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მომავალ კვირას გადმოირიცხება, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის გავრცელების შემდეგ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გაფართოებული ფინანსური მხარდაჭერა მიიღო და დამატებით მიიღებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი დონის მაკროეკონომიკური მენეჯმენტი და ეს მნიშნელოვანი სიგნალია ყველა საერთაშორისო განვითარების პარტნიორისთვის, რომ საქართველოში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზება. ისინი, როგორც ჩვენთვის აქამდეც იყო ცნობილი, უერთდებიან საერთაშორისო სავალუტო პროგრამის მიმდინარეობას და ჩვენთვის ხელმისაწვდომს ხდიან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს, როგორც საბიუჯეტო დახმარების, ასევე სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიმართულებით. ეს არის ის თანხები, რომლითაც ნაწილობრივ დაფინანსდება მიმდინარე ბიუჯეტის საჭიროებები, ხოლო მეორე მხრივ, ყველა ის ღონისძიება, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში იყო წარმოდგენილი. ეს საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს, იზრუნოს თითოეული მოქალაქის მიმდინარე საჭიროებებზე, მხარი დაუჭიროს მათ კრიზისის განმავლობაში და დაეხმაროს ეკონომიკას კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის პროცესში“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესარბილებლად საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ წარმატებით დასრულდა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის VI მიმოხილვაც. საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორიც. კრისტალინა გეორგიევა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი