ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია, რაც საშუალო ევროპული მაჩვენებელია.

ის სამედიცინო პერსონალს მოუწოდებს, მეტი სიფრხილე გამოიჩინონ და რეკომენდაციები დაიცვან.

„ჩვენ ვართ წინა ხაზზე. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ წესები და მათ შორის ჩემმა კოლეგებმა, ძალიან სკურპულოზურად უნდა დაიცვან ის წესები, რაც ინფექციის კონტროლთან არის დაკავშირებული, კერძოდ, იმ დამცავი საშუალებების მოხმარება, ჩაცმა, გახდა, დახურვა მათი და ა.შ. მაგრამ მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. ნებისმიერ ბრძოლაში, იქნება ეს ნამდვილი ომი იარაღით, თუ კორონავირუსთან ბრძოლა, სამწუხაროდ, ჩვენ, სამედიცინო პერსონალი ვართ მოწყვლადი პოპულაცია”, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა