მამუკა მდინარაძე - საზოგადოებას უკუღმა აწვდიან გზავნილს, ოპოზიციას უნდა პოლიტპატიმარი დაარქვას ადამიანს, რომელმაც მაგალითად, 48 მლნ ლარი მოიპარა ბიუჯეტიდან და პარტიას მოახმარა

„ჩვენ გავიარეთ ყველა სიტყვა, ყველა პუნქტი, რეგლამენტში, კონსტიტუციაში, ოპოზიციასთან და შევთანხმდით, რომ სულ რამდენიმე დღეც კი შესაძლოა საკმარისი გავხადოთ რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მოვასწროთ და შეთანხმება შედგეს, რომელიც არის - 120\30-ზე და ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ მოწოდებულები ვართ, ამაზე შეთანხმება არსებობს, არის ამაზე ხელმოწერა და ეს შესაძლებელია ძალიან მოკლე დროში“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება იყო ორნაწილიანი, აქედან ერთი ნაწილი შეეხებოდა 120/30-ზე მანდატების რაოდენობას, რომელსაც არანაირი პრობლემა არ ემუქრება ხოლო, მეორე ნაწილი ეხებოდა იმას, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში.

„ საზოგადოებას უკუღმა აწვდიან გზავნილს. ოპოზიციას უნდა პოლიტპატიმარი დაარქვას ადამიანს, რომელმაც მაგალითად, 48 მლნ ლარი მოიპარა ბიუჯეტიდან და თავის პარტიას მოახმარა და ამაში უნდა ჩაერიოს პოლიტიკა, პოლიტიკოსები, მმართველი გუნდი და ეს იყო თითქოს შეთანხმება. შეთანხმების ორივე ნაწილი გაწერილია. მსოფლიოში არ არსებობს პასუხისმგებლიანი ძალა, არც უცხოელი პარტნიორი, რომელიც ასე პირდაპირ იტყვის, რომ თქვენ ჩაერიეთ სასამართლოს, პრეზიდენტის, სამართალდამცავი უწყებების კომპეტენციაში. ბუნებრივია, ჩვენ გადაწყვეტილებებში ჩარევას არ ვაპირებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სისტემა დარჩეს ქვეყანაში ისეთი, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს მომავალში მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა