ამირან გამყრელიძე მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას დღეს გაჟღერებულ ფრაზებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას დღეს გაჟღერებულ ფრაზებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სამუშაო შეხვედრისას ნათქვამი ფრაზები - „მე იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი. ჩვენ ასე მოგვცეს ინფორმაცია, რომ თითქოს მოლა და მუფტი ცუდ როლს თამაშობსო“ - პირდაპირ ეთერში გავიდა.

გამყრელიძე აცხადებს, რომ თუკი, აღნიშნული ფრაზები მან ნამდვილად თქვა, ის მუსლიმ თემს ბოდიშს უხდის. „დღეს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელები, პაატა ინაძე, ხათუნა ზახაშვილი, ანა კასრაძე, ფიქრია შავრეიშიანი და მე, ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში ვიყავით. მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიის პროცესში ქვემო ქართლი ერთ-ერთი დაზიანებულია. ქვეყანაში მთელი ინფიცირებულების 32% ქვემო ქართლის რეგიონზე, კერძოდ, სამ მუნიციპალიტეტზე მოდის. მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ადგილზე შეხვედრები გაგვემართა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან, სამედიცინო საზოგადოებასთან და ა.შ. რათა მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ჩამოვყალიბებულიყავით. პირველი შეხვედრა მარნეულის მერიაში იყო, სადაც გაშუქებასთან დაკავშირებით ცოტა არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. ჩვენი სამუშაო შეხვედრისას კადრებს იღებდნენ, ეს მოგეხსენებათ, დასაშვებია. სამუშაო შეხვედრა, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, არ ვიცი ვინ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „ფეისბუქლაივში“ გაუშვა. როგორც გადმომცეს, ეს შემდეგ რამდენიმე არხმაც გაუშვა ეთერში. კატეგორიულად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტებთან მუშაობას, რომლებიც ყოველგვარი შეთანხმების გარეშე სამუშაო შეხვედრას, სადაც შესაძლებელია ბევრ თემაზე იყოს საუბარი, მათ შორის, სენსიტიურ თემებზეც, პირდაპირ ეთერში მიდიოდეს. რამდენიმე არხზე და მათ შორის, თქვენთანაც არის ჩემი განცხადების ნაწილი, თითქოს, ჩემი სიტყვები მუსლიმი თემის ლიდერებს შეურაცხყოფას აყენებს. ზუსტად ვერ ვიღდგენ რა ვთქვი, მოგეხსენებათ, მარნეულიც, ბოლნისიც და ნაკლებად თეთრიწყაროც, მულტიეთნიკური მუნიციპალიტეტებია, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა აზერბაიჯანულენოვანია, ჩემი მთავარი გზავნილი სხვა ბევრ გზავნილთან ერთად იყო, რომ ჩვენ მეტი საგანმანათლებლო და განმარტებითი მუშაობა გვმართებს ორივე ენაზე - ქართულზე და აზერბაიჯანულზე. ძალიან ბევრი იქ ფიქრობს, რომ ეს დაავადება გახლავთ ჩვეულებრივი სურდო, ალერგია გრიპი და ის სერიოზული დაავადება არ არის. ამიტომ, ხშირად არასერიოზულად ეკიდებიან მასობრივ სკრინინგს, მასობრივ კვლევებს, ადგილობრივი გამოვლენისთვის ექიმებისთვის მიმართვას. ჩემი გზავნილი იყო, როგორც სოფლის რწმუნებულებისთვის, ასევე რელიგირი ლიდერებისთვის, რომ მეტად ამოგვიდგნენ მხარში ამ ეთნიკურ უმცირესობასთან საგანმანათლებლო და განმარტებით მუშაობაში, რომ მეტი მასალა დავარიგოთ იქ აზერბაიჯანულ, ასევე ქართულზე ენებზე და მათთან მეტი ვიმუშაოთ. მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მუშევანში სერიოზული დაპირისპირება მოხდა, როცა კორონავირუსის მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოვლინდა და ადამიანები საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. შესაბამისად, საჭირო იყო მეტი განმარტებითი, მოსამზადებელი მუშაობა, რომ ეს არ მომხდარიყო. სწორედ, ეს ვიგულისხმე, რომ ამ ეთნიკურ უმცირესობასთან გვჭირდება მეტი ურთიერთობა და ამაში რელიგიური ლიდერები ჩაგვერთო. მუსლიმ თემთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, პირიქით, პატივს ვცემ ყველა რელიგიას, ყველა აღმსარებლობას, პირიქით, მადლობელი ვარ მუსლიმი თემის, რომლებმაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა მოწოდებას მხარი დაუჭირეს იგივე დისტანციურ ლოცვებთან დაკავშირებით. სამუშაო თათბირზე საუბარი ამაზე მიდიოდა, იქ ისეთი დეტალებია ჩემი საუბრიდან ამოღებული, ვერ ვიხსენებ, ამ ფორმით ვთქვი თუ არა, რომელმაც ამ თემთან გარკვეულ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა. ბოდიშის მოხდა არ მიჭირს არასდროს და შემიძლია მოვიხადო კიდეც, თუ ასეთი რამე წამომცდა იქ. თუ ეს ფრაზა ჩემ მიერ იქნა გამოყენებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის“, - განცხადა გამყრელიძემ.

როგორც ის განმარტავს, მისი მთავარი გზავნილი იყო, აღნიშნულ ეთნიკურ ჯუფს მათთვის გასაგებ ენაზე მეტად გასაუბრებოდნენ და აღნიშნულ საკითხში მეტად ჩართულიყვნენ, როგორც სამოქალაქო პირები, ასევე რელიგიური ლიდერები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა