სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში კოვიდინფექცია 2,386 პაციენტს აქვს დადასტურებული.

ამასთან, სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ ორი პირი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოებიდან კიდევ 35 ადამიანი გაწერეს. ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 1,035 პაციენტი. ამჟამად მკურნალობა 1,312 ადამიანს უტარდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს