ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს  დირექტორი უარყოფს თანამშრომლების ნაწილის ინფორმაციას, რომ მედპერსონალს ხელფასი იანვრის შემდეგ არ აუღია

თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მამუკა მაჭავარიანი უარყოფს თანამშრომლების ნაწილის ინფორმაციას, რომ მედპერსონალს ხელფასი იანვრის შემდეგ არ აუღია.

როგორც მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „თანამშრომლებმა ხელფასი მარტის თვეში აიღეს და შესაბამისად, ინფორმაცია თითქოს მათ ხელფასი 5 თვის განმავლობაში არ აუღიათ, არის აბსურდული“.

„გავრცელებულია არასწორი, აბსურდული ინფორმაცია. არ ვიცი, საიდან წამოვიდა ეს წყარო. მათ ხელფასი მიღებული აქვთ მარტის თვის ბოლოს. შესაბამისად, ინფორმაცია თითქოს მათ 5 თვის ხელფასი არ აუღიათ, არის მცდარი. ჩვენ ვართ საყოველთაო პროგრამის მონაწილე კლინიკა, შესაბამისად, ხდება საყოველთაო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანაზღაურება და სახელმწიფო განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად ახდენს დაფინანსებას,“ - აღნიშნა მამუკა მაჭავარიანმა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილის ინფორმაციით, მათ 5 თვეა - იანვრის კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე