აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სპეცსამსახურები ჩინეთს კორონავირუსის შესახებ მონაცემების დამალვაში ადანაშაულებს

ჩინეთმა, საერთაშორისო გამჭვირვალობის დარღვევით, კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მტკიცებულებები განზრახ დამალა ან გაანადგურა, - ამის შესახებ საუბარია საგამოძიებო დოკუმენტში, რომლის ავტორი სადაზვერვო ალიანსი „ხუთი თვალია“. მის შემადგენლობაში აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის სპეცსამსახურები შედის.

15-გვერდიან დოკუმენტში, რომლის შესახებაც ბრიტანული გამოცემა The Saturday Telegraph წერს, ნათქვამია, რომ ჩინეთის მთავრობამ, სხვა ქვეყნების საფრთხის ქვეშ დააყენა, დამალა კორონავირუსის შესახებ სიახლეები, ამისთვის კი გააჩუმა ან „გააქრო“ ექიმები, რომლებიც ალაპარაკდნენ, გაანადგურა ლაბორატორიაში ვირუსის მტკიცებულებები და უარი თქვა ბიომასალები გადაეცა იმ საერთაშორისო მკვლევარებისთვის, რომლებიც ვაქცინაზე მუშაობდნენ.

კვლევის ავტორების აზრით, ოფიციალური ჩინეთი, ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბრის დასაწყისიდან ფლობდა მტკიცებულებებს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შესახებ, თუმცა 20 იანვრამდე ამ ფაქტს უარყოფდა. კვლევის თანახმად, 3 იანვარს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტმა მითითება გასცა გაენადგურებინათ კორონავირუსის ნიმუშები და უცნობი ინფექციის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულიყო.

აქვე აღნიშნულია, რომ ავსტრალიის ხელისუფლება ასწავლიდა და აფინანსებდა ჩინელი მეცნიერების ჯგუფს იმ ლაბორატორიაში, რომელიც იკვლევდა გენეტიკურად მოდიფიცირებულ კორონავირუსებს, რასაც ღამურიდან ადამიანზე გადასვლა შეეძლო ისე, რომ არ დაქვემდებარებოდა მკურნალობას.

Daily Telegraph-ის სტატიაში საუბარია იმ უთანხმოებაზეც, რომლიც „ხუთი თვალის“ ალიანსში შემავალ სპეცსამსახურებს შორის კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გაჩნდა. კონკრეტულად კი, ავსტრალიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ბაზარში გაჩნდა, რაც ემთხვევა ჩინეთის ოფიციალურ ვერსიას, ამერიკელები კი მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ საბოლოოდ არ გარკვეულა ვირუსის წარმოშობის მიზეზები, ამიტომ ავსტრალიის ვერსიის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა