მეუფე გერასიმე ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე - ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, რომლის შესახებ აუცილებლად იმსჯელებს ეკლესია

ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, რომლის შესახებ აუცილებლად იმსჯელებს ეკლესია, - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ყინწვისის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავს საკითხებს ზნეობრივი კომისია განიხილავს.

„არსებობს ზნეობრივი კომისია საქართველოს საპატრიარქოში, რომელიც ნებისმიერ საკითხს, რომელიც ეხება სასულიერო პირების ზნეობრივ თემას, განიხილავს და შემდგომში უკვე თუ გადაწყვეტს, რომ წარადგინოს სინოდის წინაშე, სინოდის წინაშე უნდა დააყენონ. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, რომლის შესახებ აუცილებლად იმსჯელებს ეკლესია,“- აღნიშნა მეუფემ.

ამავე საკითხზე მცირე კომენტარი გააკეთა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ. კითხვაზე: უნდა განიხილოს თუ არა აღნიშნული საკითხი ზნეობრივმა კომისიამ, მეუფე შიო ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამას ვერ იტყვის.

„ვერ გეტყვით, ჯერ იქ როგორ დასრულდება ეს საკითხი. მერე მოგახსენებთ,“- განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მამა დავითს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია