სამშენებლო სექტორში მომუშავე და სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს დღეიდან მუშაობის  უფლება მიეცათ

დღეიდან, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიების შემოწმებები გაგრძელდება.

„გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ 5 მაისიდან მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს მუშაობის განახლებას 5 მაისიდან. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე ჩამოყალიბებული სპეციალური გუნდი, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას და მინდა თითოეული კომპანიის ხელმძღვანელობას მოვუწოდო, პასუხისმგებლობით მოეპყრან თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 5 მაისიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს გვაქვს,“ - განაცხადა პრემიერმა გუშინ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს