ნელი ხიზანიშვილი - კახეთში ინფიცირებული პაციენტის კონტაქტებიდან 102 გამოკვლეულია და ყველა მათგანზე პასუხი არის უარყოფითი

კახეთში ინფიცირებული პაციენტის 147 კონტაქტიდან 102 გამოკვლეულია და ყველა მათგანზე პასუხი არის უარყოფითი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პაციენტი, რომელსაც covid 19 დაუდასტურდა, იმყოფებოდა სოფელ ნუკრიანშიც, თუმცა იქ მხოლოდ 4 ადამიანთან ჰქონდა შეხება.

„ყვარლის შემთხვევასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე მოძიებულია და გამოკვლეულია 147 კონტაქტი, ეს კონტაქებია როგორც ახლო კონტაქტი, ასევე ყველა შესაძლო კონტაქტი, როგორც სამსახურებრივი, ასევე საოჯახო, ასევე საყოფაცხოვრებო კონტაქტები, ასევე პაცეინტები. მათგან უკვე 102 გამოკვლეულია და ყველა პასუხი არის უარყოფითი. ქალი, რომელსაც covid 19 დაუდასტურდა ჩამოსული იყო ნუკრიანში თავის მეუღლესთან, მხოლოდ ერთი საათით, ძალიან ხანმოკლე ვიზიტი იყო, ამიტომ კონტაქტების წრე არის ძალიან ვიწრო, მხოლოდ 4 კონტაქტი გვყავს, 4-ვე არის თვითიზოლაციაში და დღეს უკვე ნიმუშები აიღება და გაიგზავნება ლუგარის ცენტრში,” -აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, კახეთში კორონავირუსი სასწრაფოს ექიმს დაუდასტურდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე