ეკატერინე ტიკარაძე - 58 წლის ქალის გარდაცვალებით ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა“.

მისივე განმარტებით, ექიმები ამ მიმართლებით ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტების მკურნალობისას.

„დღესდღეობით ლეტალობის რიცხვი არის 9. გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც იყო 58 წლის და ჩვენი ექიმები გაცილებით მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა