თამაზ ნავერიანი - ხალხს რეალური დახმარება სჭირდება და არა მტრული განწყობის ჩამოყალიბება

არაერთხელ გაიჟღერა მარნეულისა თუ ბოლნისის მისამართით აგრესიულმა, პროვოკაციულმა გამონათქვამებმა, რომლითაც მაშინვე სარგებლობენ ანტისახელმწიფოებრივი ძალები და ხალხში ავრცელებენ, - ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამაზ ნავერიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

ის სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გარკვეული ძალები მოქალაქეებს შორის მტრული დამოკიდებულებისა და დაპირისპირების გაჩენას ხელს უწყობენ.

დეპუტატი მოითხოვს, რომ ხალხის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება შეწყდეს.

„მივმართავ ყველა მარნეულელს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ვხედავ, ბევრი ადამიანი ცდილობს ამ პანდემიის პერიოდში სიტუაციის დაძაბვას. არაერთხელ გაიჟღერა მარნეულისა თუ ბოლნისის მისამართით აგრესიულმა, პროვოკაციულმა გამონათქვამებმა, რომლითაც მაშინვე სარგებლობენ ანტისახელმწიფოებრივი ძალები და ხალხში ავრცელებენ. აშკარად ჩანს, რომ ჩასაფრებული ელოდებიან და ელვის სისწრაფით თარგმან-სქრინებით სდებენ რეგიონს ნებისმიერ არასწორ და არაეთიკურ პოსტს. ამით გარკვეული ძალები ხელს უწყობენ ჩვენს მოქალაქეებს შორის მტრული დამოკიდებულების და დაპირისპირების გაჩენას. მე, როგორც მარნეულის დეპუტატი, მოვითხოვ შეეშვათ პოლიტიკურ იარაღად ხალხის გამოყენებას და თუ ვინმე თავის პირად გვერდზე გამოხატავს არასწორ დამოკიდებულებას, მოიქცევა არაეთიკურად, ეს არაა ხელისუფლების პოზიცია. ხელისუფლება დგას ყველა ჩვენგანის გვერდით, განურჩევლად რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის თუ პოლიტიკური შეხედულებისა და გარწმუნებთ, რომ არავინ დარჩება პასუხგაუცემელი, ვინც ხალხის შეურაცხყოფას ეცდება. მივმართავ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ახლა აფრიალებთ გადათარგმნილ სქრინებს და ავრცელებთ მავნებლური მიზნებით, შეეშვით ჩვენს მოქალაქეებს, ნუ ცდილობთ ყველაფრისგან ხმაურის ატეხას. უამრავი თემაა ახლა მოსაგვარებელი რეგიონში, რადგან კარანტინის რეჟიმია და ხალხს რეალური დახმარება სჭირდება, განა მტრული განწყობის ჩამოყალიბება და საკუთარი სახელმწიფოსგან გაუცხოება“, - აღნიშნავს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი