კერძო სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდა

კერძო სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.

მათივე ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეეძლოთ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. უწყების ცნობით, პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადი 94-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.

„მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ ოჯახს წინასწარი ქულა მიენიჭა.

აღნიშნული ქულები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა: https://www.moh.gov.ge/ka/news/5102/

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. დევნილებს საშუალება აქვთ, საბუთები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - Infoidp@moh.gov.ge გააგზავნონ ან სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთში მოათავსონ“, - აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.

ამასთან, დევნილთა სააგენტო ითვალისწინებს არსებულ ვითარებას და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც მოცემულ ვადაში საბუთების შემოტანას ვერ მოახერხებენ, საშუალებას მისცემს, დამატებითი დოკუმენტაცია კომისიის მუშაობის დაწყებამდე წარმოადგინონ.

„შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.

მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.

კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, 122 სახლი აშენდება“, - აცხადებენ უწყებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე