უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე მორიგი ონლაინ კონსულტაცია გაიმართა

2020 წლის 4 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე თბილისიდან ფსიქოლოგის, პროფესორ თეა გოგოტიშვილის პირდაპირი ჩართვა განხორციელდა. უწყების ცნობით, მან 1 საათის განმავლობაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების პირობებში მენტალური ჯანმრთელობის სტაბილურობისა და სტრესთან გამკლავების საკითხებზე ისაუბრა და ასევე, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება.

ამ მიზნით 2020 წლის 4 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდა ფსიქოლოგის, პროფესორ თეა გოგოტიშვილის პირდაპირი ჩართვა, რომელმაც 1 საათის განმავლობაში ისაუბრა მენტალური ჯანმრთელობის სტაბილურობისა და სტრესთან გამკლავების საკითხებზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების პირობებში და უპასუხა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.

როგორც მოგეხსენებათ, თეა გოგოტიშვილი არის ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ევროპაში სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის სასწავლო სტანდარტების და პროფესიული კომპეტენციების კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის გეშტალტ ინსტიტუტის EGI (ვარშავა, პოლონეთი) ტრენერი.

საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით დღემდე გაიმართა 9 ონლაინ კონსულტაცია კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ონლაინ კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე