საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „ელ+“-სგან ქართული წარმოების 300 ცეცხლმაქრი გადაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „ელ+“-სგან საჩუქრად 300 ერთეული ქართული წარმოების, 6 კგ-იანი ცეცხლმაქრი გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლმაქრები მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად მზადდება.

„ცეცხლმაქრების გადაცემის ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა. კომპანია „ელ+’’ის წარმომადგენლებს სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო - სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი შეხვდენ და საქართველოში წარმოებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„ელ+“ ევრო ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს სხვადასხვა ტიპის სახანძრო ინვენტარს, მათ შორის: ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარს, სახანძრო კარადებს და ა.შ. კომპანიის ქარხანა პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა