ეკატერინე ტიკარაძე - მზად ვართ შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ 7 დღეზე ტესტირებაზე, თუ ეს ჯანმო-ს პროტოკოლთან თანხვედრაში იქნება

თუ იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან თანხვედრაში, მზად ვართ შევცვალოთ არსებული პროტოკოლი და ექიმები გადავიყვანოთ ყოველ 7 დღეზე ტესტირებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არსებული პროტოკოლით, მედპერსონალს კორონავირუსზე კვლევა 2 კვირაში ერთხელ უტარდება, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს საკითხი განხილვის საგნად იქცეს.

„იცით, რომ რამდენიმე კვირაა, რაც გაწერილია პროტოკოლი, რომლის თანახმად მედპერსონალი წარმოდგენილია როგორც რისკ-ჯგუფი. შესაბამისად, ხდება მათი ტესტირება და საეჭვო შემთხვევების მონიტორინგი. პროტოკოლის მიხედვით გაწერილია, რომ მათი შემოწმება ხდება ორ კვირაში ერთხელ, თუმცა შეიძლება დადგეს განხილვის საკითხად და თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, მზად ვართ შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ 7 დღეზე ტესტირებაზე. ეს დღესდღეობით განხილვის საგანია, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამ ყველაფერს შევაჯერებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საკითხს, როგორ ვიცავთ ჩვენ ჩვენს ექიმებს, არსებობს გარკვეული ტრენინგი, რომელიც უტარდებათ. სამინისტროში ჩამოყალიბებულია ოთხი ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად ატარებს ამ ტრენინგებს როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმებისთვის, ასევე ყველა სტაციონარში და ჩვენ მათ ადგილზე ვაცნობთ ამ პროტოკოლებს. ასევე, ამ პროტოკოლში დეტალურად არის გაწერილი, თუ როდის და როგორ უნდა მოიხმარონ პირადი დაცვის საშუალებები,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა