ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ქცევაზეა დამოკიდებული ის, თუ როდის იქნება საქართველოში ეპიდემიის დასასრული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტის დასკვნებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომდევნო წლებში ჩვენ მოგვიწევს კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცირება, მოგვიწევს ვატაროთ ნიღბები და ჩავიტაროთ ჰიგიენური ღონისძიებები.
„სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტიდან იანვრის თვიდან მოყოლებული იდება არაერთგვაროვანი სურათები, რაც დამოკიდებულია იმაზე, რომ არცერთმა ქვეყანამ არ ვიცით ინფექციის თვისებები. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ქცევაზეა დამოკიდებული ის, თუ როდის იქნება საქართველოში ეპიდემიის დასასრული. შემდეგ წლებში ჩვენ მოგვიწევს კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცირება, მოგვიწევთ ვატაროთ ნიღბები და ჰიგიენური ღონისძიებები, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.