ჯანდაცვის მინისტრი - გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მაგრამ კორონავირუსი გადატანილი აქვთ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ფიქსირდება შემთხვევები, როცა ადამიანებს covid 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ინფექცია გადატანილი აქვთ.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მათი ყველა კონტაქტი მოკვლეულია.

„ჩვენ, საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როცა პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია ისე, რომ არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა კონტაქტი არის გამოკვლეული და ამ ადამიანებში ჩვენ გვყავს ასევე ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს,“ - აცხადებს ტიკარაძე.

კითხვაზე: მკურნალობდნენ თუ არა ისინი სტაციონარში, მინისტრი ამბობს, რომ ისინი „სტაციონარში არ წოლილან“.

იხილეთ ვიდეო: გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მაგრამ კორონავირუსი გადატანილი აქვთ - ჯანდაცვის მინისტრი

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა