დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში დღეის მდგომარეობით, 15-17 კლასტერია გამოვლენილი. ამის შესახებ ზახაშვილმა “პალიტრანიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენი ე.წ. კლასტერია გამოვლენილი საქართველოში.
“კოვიდის შემთხვევაში ეს არის ამ აფეთქებისას, რაც ახლა არის ქვეყანაში, სადღაც 15-17 ჩამოყალიბებული ჯგუფური შემთხვევა, სადაც შემთხვევათა რაოდენობა მერყეობს, ზოგან უფრო მცირეა, (გვაქვს ისეთი შემთხვევები, სადაც 2 ან 3 ურთიერთგადაბმული შემთხვევებია და ამით შემოიფარგლა შემთხვევათა რაოდენობა), გვაქვს ცოტა უფრო მოზრდილი და დიდი კლასტერესები, სადაც ათეული შემთხვევა და მეტიც კი გვაქვს აღწერილი, რომლებიც ერთმანეთთან მიბმული იყო გადაცემის ერთიან ჯაჭვში. ზოგიერთი ასეთი კლასტერის პირველი შემთხვევის ინფიცირების არეალი ცნობილია, ზოგის - უცნობია. დღეს როდესაც ვლაპარაკობთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელებაზე, ცოტა ძნელია ზოგ შემთხვევაში დაადგინო, სად დაინფიცირდნენ, თუმცა ფაქტია, რომ კლასტერის შიგნით გვაქვს გადაცემის რაღაც ერთიანი სფერო, სადაც რაღაც ტიპის კავშირის დროს ხდება ინფექციის გავრცელება, უმთავრესად ეს არის ახლო კონტაქტები, ეს არის ოჯახური კონტაქტები და ამ ტიპის გადაცემის ხშირ შემთხვევებს აღნიშნავს არამარტო საქართველო, არამედ ყველა ქვეყანა, სადაც არის უკეთესად აღწერილი ამ პანდემიის დროს ჯგუფური შემთხვევები. ამის შესახებ არაერთ ნაშრომშიც არის მოხსენიებული, რომ ოჯახური შემთხვევები არის ძალიან კრიტიკული პანდემიის დროს და ოჯახის შიდა კონტაქტებში გავრცელება ამ ინფექციის არის ძალიან აქტუალური. ასევე გვაქვს სხვა ტიპის ახლო კონტაქტებში გადაცემა, ეს შეიძლება იყოს სამსახურის სივრცეებში, ან სხვა ტიპის ურთიერთობების დროს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მივაგნოთ შემთხვევის გამოვლენისას რაც შეიძლება მეტ კონტაქტს, მივდიოთ ამ კონტაქტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ კონტაქტებში თუ ისინი ინფიცირებულები არიან და შემდგომ მათი იზოლირებით მოვახდინოთ შემდგომ კონტაქტებში გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა და რამდენიმე ასეთი წარმატებული შემთხვევა ნამდვილად გვქონდა, როდესაც კლასტერი სულ რამდენიმე შემთხვევის შემოვსაზღვრეთ და ადრეულ ეტაპზე შევწყვიტეთ შემდგომი გადაცემა”, - განაცხადა ზახაშვილმა.