ამირან გამყრელიძის განცხადებით, კახეთში სასწრაფოს ექიმს, რომელიც სწრაფი ტესტით ინფიცირებულად ითვლებოდა და PCR ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა, ჩაღრმავებული კვლევა უტარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყვარელში მომუშავე სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა PCR ტესტით ინფიცირება არ დადასტურდა, ჩაღრმავებული კვლევა უტარდება.

გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ კვლევის პასუხი ხვალ იქნება ცნობილი.

„იცით, რომ პერსონალურ ინფორმაციას არ ვიძლევით ხოლმე, თუმცა მინდა ყველა დავამშვიდო, რომ კახეთში ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა იქნა გამოკვლეული და ყველა შემთხვევაზე ამ ეტაპზე არის უარყოფითი პასუხი, ხოლო რაც შეეხება შემთხვევას, ჩვენ იქ ვაგრძელებთ ჩაღრმავებულ კვლევას და იმედი მაქვს, ამ კითხვაზე უკვე გარკვეული პასუხი გვექნება. მინდა ყველა დაგამშვიდოთ, რომ ნამდვილად არ არის დიდი პრობლემა. ჩვენ შევაჯერებთ ყველა იმ შედეგს, რასაც ვიღებთ სხვადასხვა მეთოდოლოგიით კვლევით და ეს მიეწოდება როგორც პაციენტს, ისე მოსახლეობას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა