ბოჭორიშვილის კლინიკას ე.წ.თეთრიწყაროს კლასტერიდან 3 ახალი პაციენტი დაემატა, მათგან ორი ბავშვია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 69 პაციენტი მკურნალობს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკას გუშინ სამი პაციენტი დაემატა, მათგან ორი ბავშვია. სამივე პაციენტი ე.წ.თეთრიწყაროს კლასტერიდანაა.

"ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 69. 18 წლამდე ასაკის პირი არის 19. გუშინ დაგვემატა სამი პაციენტი, აქედან ორი ბავშვია, რომელიც გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან თეთრიწყაროს კლასტერიდან, ერთი კი მოზარდია. სამივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. ბავშვებს დედა თან ახლავს, მაგრამ ის არ არის ინფიცირებული. 10 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა არის გაუმჯობესება და დგება მისი რეანიმაციიდან გადაყვანის საკითხი. დღეს გამოჯანმრთელება არ გვაქვს," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბოჭორიშვილის კლინიკას თეთრიწყაროს კარანტინის ზონიდან 3 ახალი პაციენტი დაემატა, მათგან ორი ბავშვია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა