თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 17 პაციენტი გამოიკვლიეს, 16 პაციენტის პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთის კვლევა გრძელდება

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 17 პაციენტი გამოიკვლიეს და 16 პაციენტის პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთის კვლევა გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში განუცხადეს.

„ლაბორატორიაში 17 კვლევა გაიგზავნა კორონავირუსზე და 16 პაციენტის პასუხი უარყოფითია. ერთი პაციენტის პასუხი ამ ეტაპზე უცნობია, რადგან კვლევა გრძელდება. ზოგადად, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. დაწყებულია პაციენტების პროფილურ კლინიკებში გადაყვანა“,- აცხადებენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა