ლევან რატიანი - მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკიდან გაეწერა ერთი მედპერსონალიც, ხოლო კიდევ რამდენიმე მედიკოსი კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 61 პაციენტი. დღეს კლინიკიდან ეწერება სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაგზავნილი გვაქვს კიდევ რამდენიმე ტესტი, თუ მოვიდა განმეორებით უარყოფითი პასუხი, ისინი დღის მეორე ნახევარში დატოვებენ კლინიკას.

რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც ჩვენ კლინიკაშია, ერთი მათგანი გაეწერა და რამდენიმე რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. როდესაც გავა პროტოკოლით გათვალისწინებული პერიოდი, ისინიც რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ტესტირების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა,

„ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, რაც ყველას, მათ შორის მე და მედპერსონალს გვახარებს“,- განაცხადა რატიანმა.

იხილეთ ვიდეო: მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა - ლევან რატიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა