ადვოკატი - გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი გამოძიებას სრულად ენდობა, ბოლომდე იბრძოლებენ და დაამტკიცებენ, რომ მეორე მხარე - მერაბ კობიაშვილი გმირი არ არის

გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი გამოძიებას სრულად ენდობა, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და დაამტკიცებენ, რომ მეორე მხარე - მერაბ კობიაშვილი გმირი არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოკლულის ოჯახის ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა განუცხადა.

წულეისკირი ორი, ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილისთვის ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია, სრულ ნდობას ვუცხადებთ გამოძიებას, ნებისმიერი მათი ნაბიჯი გამართლებულია, ვთლით, რომ გამოძიება აბსოლუტურად სწორი ნაბიჯებით მიდის. ოჯახი ბოლომდე იბრძოლებს. რეალური სურათი რადიკალურად სხვაა იმისგან, რომ გარდაცვლილი, როგორც მონსტრი ისე ჰყავთ წარმოჩენილი, მეორე მხარე კი გმირად, აღნიშნულს ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან, სურათი რადიკალურად სხვაა. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ინციდენტი რამდენიმე დღით ადრე მერაბ კობიაშვილის ქცევამ გამოიწვია და სწორედ მერაბ კობიაშვილს მიუძღვის ბრალი იმაში, რომ ჩხუბი მოხდა და აღნიშნული ჩხუბი ასეთი შედეგით დასრულდა“, - აღნიშნავს წულეისკირი.

მისივე განმარტებით, რამდენიმე დღეში ოჯახი პრესკონფერენციის გამართვას და დეტალებზე საუბარსაც გეგმავს.

„ბრალის შესახებ დღეს გავიგეთ და ხვალ მცხეთაში ვაპირებთ ორივე ადვოკატი ჩასვლას და მასალების გაცნობას. მოგეხსენებათ, სასამართლოები დისტანციურ რეჟიმში ტარდება და ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, პროცესებს დავესწროთ და თვალ-ყური ვადევნოთ, შესაბამისად, უახლოეს მომავალში სასამართლოს მივმართავთ, რომ შესაძლებლობა დაგვერთოს დაზარალებულ მხარესა და ადვოკატებს პროცესს თვალი ვადევნოთ. ასევე ვფიქრობთ, პრესკონფერენციის ჩატარებას“, - აცხადებს წულეისკირი.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა