„თავისუფალი საქართველო“ - მივესალმით Facebook-ის გადაწყვეტილებას, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული იმ ანგარიშების გაუქმების შესახებ, რომლებიც სიძულვილსა და შუღლს აღვივებენ

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიესალმება Facebook-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული იმ ანგარიშების გაუქმების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში სიძულვილსა და შუღლს აღვივებენ, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ეს უკვე მეორე მასშტაბური დაბლოკვაა.

მათივე ინფორმაციით, საერთო დაანგარიშებით, მმართველი პარტიის სალაროდან ამ მიმართულებით, ყოველწლიურად მინიმუმ 1 მილიონი დოლარი იხარჯება.

ამასთანავე, როგორც „თავისუფალ საქართველოში“ განმარტავენ, ამავე სისტემაში ჩართულია, პრაქტიკულად, მთელი საჯარო სამსახური, რომელსაც მმართველი პარტიის პრეს-სამსახური ყოველდღიურად უგზავნის, როგორც სარეკლამო, ასევე სიძულვილის შემცველ მესიჯებს და ავალდებულებს მათ ყოველდღიურ რეჟიმში გაავრცელონ ხელისუფლებისთვის სასურველი მესიჯები.

„ხშირ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული წევრები და საჯარო მოსამსახურეები ეწევიან ცალკეული პოლიტიკოსების ბულინგს (მათ შორის: სექსუალური შინაარსის), რაც მათი ოჯახის არასრულწლოვანი წევრების მიმართაც ხორციელდება.

სრული პასუხისმგებლობითა და დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ყოველივე ეს ხორციელდება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ცალკეული პირებისა და ჯგუფების მიერ და რომ ამ პროცესს ორგანიზებას უწევს უშუალოდ მმართველი პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში უნდა დადგეს შესაბამისი პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ შორის, Facebook-ის ადმინისტრაციას, მივაწვდით ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ საჯარო მოსამსახურეებს/მმართველი პარტიის წევრებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ საქმიანობას ეწევიან, რაც ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დაძაბვას, ხოლო მეორე მხრივ, ძალიან შორს დგას მორალისა და ეთიკის ელემენტარული სტანდარტებისგანაც კი,“- ნათქვამია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია