სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რუხის საავადმყოფოში მცირეწლოვანი ბავშვი მაღალი ცხელებით შეიყვანა, რომელსაც ტესტირება უტარდება

სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რუხის საავადმყოფოში მცირეწლოვანი ბავშვი მაღალი ცხელებით შეიყვანა. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ქარცივაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, ბავშვი საკარანტინო სივრციდან არ შეუყვანიათ და მის ტესტირებაზე პასუხი დღეს საღამოს იქნება.

„ბავში მიმდებარე ზონიდან შემოიყვანეს და არა კარანტინო სივრციდან. ჩვეულებრივ, სიცხიანი ბავშვი შემოიყვანეს. კორონავირუსის ნიშნები ძალიან ფართო ცნებაა, დღევანდელი დღისთვის სიცხიანი ბავშვი პოტენციურად, როგორც მოსალოდნელი შემთხვევა განიხილება, ამიტომ ის ახლა ტესტირებას შესაბამისი წესის მიხედვით გადის, პასუხი საღამოს იქნება.

ეს ჩვეულებრივი მიმდინარე შემთხვევაა, 80 პაციენტამდე გავატარეთ და აქედან მესამედი ასეთი ბავშვი იყო, არაფერია განსაკუთრებული სხვა შემთხვევებისგან, ცხელებით, რესპირაციული მიმდინარეობებით შემოდიან ბავშვები.

საერთო ჯამში, ჩვეთან 6 პაციენტია მოთავსებული, აქედან ერთია კოვიდადადასტურებული. პაციენტების მისვლა-მოსვლა დინამიკური პროცესია, ჩვენი საუბრის პროცესშიც შეიძლება ვიღაც შემოვიდეს, ვიღაც გავიდეს“, - აცხადებს ქარცივაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე