თამარ გაბუნია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, ქვეყანას 65 მილიონი დოლარის ღირებულების პირადი დაცვის საშუალებები სჭირდება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც არის შეფასებული დაახლოებით წლისა და 18 თვის მანძილზე, ქვეყანას სჭირდება 65 მილიონი დოლარის ღირებულების პირადი დაცვის საშუალება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, პირადი დაცვის საშუალებების შეძენისთვის საჭიროა დიდი რესურსი, რისთვისაც უწყება აქტიურად მუშაობს დონორებთან.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა პირადი დაცვის საშუალებების ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სისწრაფეა საჭირო და ქვეყანა ცდილობს, საიმედო მარაგები შექმნას.

„ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია და კარგია. მაგალითად, პირბადეების წარმოება, კარგი ხარისხის პირბადეებია. ვითარდება ეს წარმოება და მისასალმებელია, თუმცა ამ პერიოდში სისწრაფეა საჭირო და ჩვენ ვცდილობთ, რომ ქვეყანაში საიმედო მარაგები შევქმნათ და პრობლემის წინაშე არ დავდგეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად უფრო კარგი მიდგომა იქნება ის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე