ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის მორიგი მცდელობაა, მოხდეს მისი რეინკარნაცია - 9 წელი პრეზიდენტი იყო, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა გუბერნატორი და ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ გააძევეს უკრაინიდან, თმების თრევით

ვფიქრობ, სააკაშვილის მხრიდან ეს არის მორიგი მცდელობა, რომ მისი რეინკარნაცია მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნვას.

ღარიბაშვილის განცხადებით, 9-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, მსგავსი ქმედება კი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, გამოძევებული სააკაშვილი ერთხელ უკვე ნახეს და ეს მეორედაც მალე მოხდება.

„ძალიან მოკლედ გეტყვით, ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო კადრები ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო მოქალაქეობა, რომელიც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო არამარტო ევროპის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, ადამიანმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ შემდეგ როგორ სამარცხვინოდ გააძევეს ის უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან. მე ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს