დევნილთა სააგენტოს დირექტორმა დევნილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, აფხაზეთიდან დევნილ ხუტა შარანგიას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” სააგენტოდან აცნობეს.

მათი ცნობით, ბესარიონ სიმონიშვილმა 95 წლის ხუტა შარანგიას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75 წლისთავთან დაკავშირებით ამანათი გადასცა.

მათივე ინფორმაციით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHСR) საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალურ ამანათს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა დევნილი მიიღებს.

იხილეთ ვიდეო:დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა