შალვა კერესელიძემ ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შალვა კერესელიძემ ხანდაზმულებს სასურსათო პაკეტებიც გადასცა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციი თანახმად, ვეტერანებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო ბიუჯეტებიდან ფულადი ჯილდოც მიიღეს.

"პირველ რიგში, გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენი და თქვენი თანამებრძოლების ძალისხმევით 9 მაისი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვების დღედ იქცა. მადლობას გიხდით გამოჩენილი სიმტკიცისთვის, სიმამაცისა და თავდადებისთვის. გისურვებთ სიკეთეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“ , - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა