აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბარაქ ობამა აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რეაქცია კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ „აბსოლუტური ქაოტური კატასტროფა“ იყო.
მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბარაქ ობამამ თავისი ყოფილი ადმინისტრაციის წევრებთან პირად სატელეფონო საუბარში განაცხადა.
„ამ გლობალურ კრიზისზე პასუხი საუკეთესო მთავრობების პირობებშიც კი, ცუდი იქნებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში, რეაქცია აბსოლუტური ქაოტური კატასტროფა იყო,“ - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ის აპირებს რაც შეიძლება მეტი დრო დახარჯოს აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატის ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად.
„მოახლოებული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ცალკეულ პიროვნებას ან პოლიტიკურ პარტიას კი არ ვებრძვით, არამედ გრძელვადიან ტენდენციებს, სადაც ეგოისტობა, კლანურობა, განცალკავება და სხვების მტრებად აღქმა ამერიკული ცხოვრების ძლიერი იმპულსი გახდა. სწორედ ამიტომ, რაც შეიძლება მეტ დროს დავხარჯავ და რაც შეიძლება ძლიერად ვიბრძოლებ ჯო ბაიდენისთვის,“- აღნიშნა ობამამ.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 1.3 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 78 000-ზე მეტი ადამიანი.