ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, მათგან 2 შემთხვევა იმპორტირებულია, დანარჩენი კი - ადგილობრივი.

ადგილობრივი შემთხვევებიდან, ერთი შემთხვევა ეპიდემიის თავდაპირველ ეპიცენტრში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ჩინეთში ვირუსისგან კიდევ 74 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მთლიანად, განკურნებული ადამიანების რიცხვმა 78 000-ს გადააჭარბა. ამ დრომდე ჩინეთში ვირუსით ინფიცირების სულ 82 901 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 4 633 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს