ონსა და ცაგერში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ონსა და ცაგერში, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, დევნილთა სააგენტოს დირექტორი და მხარის რწმუნებული იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ინფრასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, ამხანაგობების შექმნის რეკომენდაცია მისცა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები, ჯამში, 29 დევნილ ოჯახს გადაეცა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე