ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონკრეტულად კი, ქვეყანაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 143 პაციენტი დაიღუპა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში აღნიშნავენ, ვირუსით სიკვდილიანობის ასეთი დაბალი დღიური მაჩვენებელი 18 მარტის შემდეგ არ ყოფილა. სულ ქვეყანაში დაავადებას დღემდე 26 621 ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 812 ადამიანი დაინფიცირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 224 390-მდე გაიზარდა.

ესპანეთში, კორონავირუსით ყველაზე მეტად მადრიდი და კატალონია დაზარალდნენ. ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა