ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 28 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 7 იმპორტირებულია, დანარჩენი კი- შიდა გადაცემის შემთხვევებია.

ადგილობრივი შემთხვევებიდან ხუთი ეპიდემიის თავდაპირველ ეპიცენტრში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 11 მარტის შემდეგ.

ვირუსის გავრცელების ახალი კლასტერი გამოვლინდა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯილინის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ლოკალური შემთხვევა დადასტურდა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 82 918 შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულია 4 633 ადამიანი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს