გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკების ეტაპობრივი გახსნის გეგმას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ქვეყნის სხვა ბიბლიოთეკები ფუნქციონირებას ეტაპობრივად დაიწყებენ. ბიბლიოთეკების გახსნის გეგმას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აქვეყნებს: “ეროვნული ბიბლიოთეკა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს მუშაობას.

სამკითხველოები, შესაბამისი წესებით, ივლისიდან ამუშავდება. ღონისძიებები, საგანგებო გამონაკლისების გარდა, სექტემბრიდან განახლდება. მაისის მიწურულიდან, გრაფიკის დაცვით, განახლდება წიგნების მიღება, დამუშავება, დიგიტალიზაცია, ციფრული ბაზების შევსება. პერსონალი, რისკ-ჯგუფების გამოკლებით, ივლის გრაფიკით და დაცული იქნება ყველა სამედიცინო რეკომენდაცია - ბარიერები, დამცავი ფარები, ანტიბაქტერიული სითხეები და სხვა ეკიპირება მომზადებულია.

სამუშაო მაგიდები განთავსდება დისტანციის დაცვით. ამ ფორმატით ამუშავდებიან სხვა რეგიონული ბიბლიოთეკებიც. ამავე დროს: დაიწყება პირველი კორპუსის საცავის რემონტი. ავლაბრის არალეგალური სტამბის ტერიტორიაზე სტამბის მუზეუმის მოწყობა, პრესის მუზეუმის მოწყობა, ქუთაისის კავკასიური წიგნთსაცავის მრავალსართულიანი მშენებლობის ბოლო სამუშაოების ჩატარება, დასრულდება - ქართული დროშის საკონფერენციო დარბაზი, ემიგრაციის მუზეუმი, წიგნის განახლებული მუზეუმი. ზაფხულიდან განვაახლებთ სოფლის ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით მომარაგებას და იქვე მოვაწყობთ საინფორმაციო კუთხეებს, სადაც ყველა შესაბამისი სამედიცინო სიახლე იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნავს კეკელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა