ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს ოპოზიციამ რამდენჯერმე დასვა პატიმრების გათავისუფლების საკითხი და ყველა ჯერზე უარი მიიღო, რაც მათ არ გაუპროტესტებიათ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დროს ოპოზიციამ რამდენჯერმე დასვა პატიმრების გათავისუფლების საკითხი და ყველა ჯერზე უარი მიიღო, რაც მათ არ გაუპროტესტებიათ. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც შეთანხმება ფორმდებოდა, ოპოზიციამ მმართველი გუნდის მკაფიო პასუხი უკვე იცოდა.

“ამ საკითხებს სვამდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და თითოეულ შემთხვევაში მათ მიიღეს ძალიან მკაფიო და ხისტი პასუხები, რაც მათ არ გაუპროტესტებიათ მოლაპარაკებების პროცესში და როცა შეთანხმება ფორმდებოდა, იმ დროს მათ იცოდნენ ჩვენი მკაფიო პასუხი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ასე რომ ყველაფერი დღესავით ნათელია - სამჯერ და ოთხჯერ დასვეს მათ საკითხი და ოთხჯერვე მიიღეს მკაფიო და ხისტი პასუხი ამასთან დაკავშირებით და ზუსტად ამ კონტექსტით მოეწერა ხელი ამ შეთანხმებას”, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა