გორში ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოები განახლდა

გორში ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტების მიმდინარეობას დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილთან, ასევე ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მათ საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო, შეჩერებული ორი პროექტის - მუნიციპალური ავტობუსების სადგომის მშენებლობისა და სუხიშვილის ქუჩის მეორე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული სამუშოების განახლების უფლება 5 მაისიდან მოგვეცა, მას შემდეგ ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ვიმედოვნებ, შეფერხებების მიუხედავად, ჩვენი კონტრაქტორი ორგანიზაციები შეძლებენ, დროულად დაასრულონ სამუშოები. შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, ვადების გაგრძელებაც დაგვჭირდეს, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის იმაში, რომ წლის ბოლომდე თითქმის ყველა დაგეგმილი პროექტი განვახორციელოთ“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ავტობუსების სადგომი და დამხმარე ნაგებობა, რომლის ღირებულება 951 000 ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი 30 ერთეული ავტობუსისთვისაა განკუთვნილი.

„პროექტის დასრულების შემდეგ, გორში, პირველად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რითაც ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდება. სუხიშვილის ქუჩის მე - 2 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 250 მეტრის სიგრძეზე მიმდინარეობს. სამუშოების ღირებულება 150 300 ლარია. პროექტის ერთი ნაწილი საცხოვრებელი კორპუსების წინ მდებარე გზაზე გასულ წელს განხორციელდა. მიმდინარე წელს კი, ავტოსახელოსნოების წინ მდებარე გზის რეაბილიტაცია ხორციელდება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა